tsiskari.com
  • მთავარი
    • შესარჩევი ამოცანები
  • შოშია
  • რობოტიკა
    • სასწავლო კურსი
    • მშობლებისათვის
    • რობოტები
  • 3D პროექტები
  • კონტაქტი
  1. რობოტიკა

რობოტიკის ბარათი

დეტალები
ავტორი: tsiskari
კატეგორია: რობოტიკა
გამოქვეყნებულია: 02 მაისი 2026
გადასვლები: 181

რობოტიკის გაცნობითი კურსი VI–VIII კლასის მოსწავლეებისთვის

თუ თქვენს შვილს უყვარს ნაკეთობების საკუთარი ხელით შექმნა და ჩხიკედელაობა, გატაცებულია ტექნიკით და აინტერესებს ინფორმაციული ტექნოლოგიები, მას უსათუოდ დააინტერესებს ეს კურსი.

გაცნობითი კურსი მიზნად ისახავს ბავშვების თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებას.

მცირერიცხოვანი (4 მსმენელამდე) ჯგუფის თითოეული მონაწილე 12 მეცადინეობის (24 აკადემიური საათის) შედეგად:

გაეცნობა 3D პრინტერის მუშაობას და
დაბეჭდავს რობოტის ნაწილებს
გამოიყენებს მიკროკონტროლერს და სერვოძრავებს
რობოტის ასამოძრავებლად
ისწავლის MicroPython-ზე რობოტის
სამართავი მარტივი პროგრამების წერას
გამოიყენებს Web-ტექნოლოგიებს
რობოტის დისტანციურად სამართავად

სახლში წაიღებს საკუთარი ხელით დამზადებულ რობოტს,
რომელიც მობილური ტელეფონით იმართება

 

კურსი შეუქმნის ბავშვებს წარმოდგენას რობოტის შექმნისა და მართვის ძირითად ეტაპებზე,
 რაც გაუღვივებს ინტერესს მომიჯნავე საგნების (მათემატიკის, ფიზიკის, ინფორმატიკის) უფრო ღრმა და საფუძვლიანი შესწავლისადმი.

ჯგუფები დაკომპლექტდება გასაუბრების შედეგად, მსმენელთა მომზადების დონის გათვალისწინებით.

რობოტიკის კურსზე დასარეგისტრირებლად მოსწავლე უნდა გაეცნოს შესარჩევ ამოცანებს და გამოგვიგზავნოს ამოხსნები.

შესარჩევი ამოცანები და დამატებითი განმარტებები

რობოტიკის კურსი

დეტალები
ავტორი: tsiskari
კატეგორია: რობოტიკა
გამოქვეყნებულია: 01 მაისი 2026
გადასვლები: 413

რობოტიკის კურსი

სამიზნე ჯგუფი: 6 – 8 კლასის მოსწავლეები
კლასის ზომა: მაქსიმუმ 4 მოსწავლე
განლაგება: 4 მაგიდა, თითო მაგიდასთან 1 მოსწავლე

კურსის დასრულების შემდეგ თითოეული მოსწავლე საჩუქრად სახლში წაიღებს საკუთარი ხელით დამზადებულ რობოტს, რომელიც ქვემოთ მოცემულ ვიდეოშია ნაჩვენები და რომლის მართვაც შესაძლებელია მობილური ტელეფონით.

რობოტიკის კურსის სარეკლამო ბარათი.


  • კურსის შესავალი და უსაფრთხოება
  • 3D ბეჭდვის საფუძვლები
  • 3D მოდელირება OpenSCAD-ით
  • ორბორბლა რობოტის დიზაინი
  • მარტივი პროგრამები MicroPython-ზე
  • პირველი ელექტრონული პროექტი
  • სერვოძრავის მართვა
  • რობოტის აწყობა
  • რობოტის მოძრაობის პროგრამირება
  • რობოტის დისტანციურად მართვა
  • ფინალური პროექტი და პრეზენტაცია

მშობლებისთვის

დეტალები
ავტორი: tsiskari
კატეგორია: რობოტიკა
გამოქვეყნებულია: 01 მაისი 2026
გადასვლები: 61

რობოტიკა

სახალისო და საგანმანათლებლო კურსი 6–8 კლასის მოსწავლეებისთვის.

ეს კურსი ბავშვებს აცნობს რობოტიკას, პროგრამირებასა და ინჟინერიის საწყისებს მარტივი და მეგობრული ორბორბლიანი რობოტის საშუალებით. რობოტს შეუძლია წინ და უკან მოძრაობა, ადგილზე ტრიალი და ფერადი განათების ჩართვა. რობოტის მართვა შესაძლებელია ტელეფონიდან.


რას ისწავლის თქვენი შვილი

  • რობოტიკისა და ინჟინერიის საწყისებს
  • მარტივი პროგრამების წერას MicroPython-ის გამოყენებით
  • როგორ მუშაობს სერვოძრავი და როგორ მოძრაობს რობოტი
  • როგორ იმართება რობოტის დისტანციურად
  • ლოგიკურ აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრას

რატომ მოსწონთ მშობლებს ეს კურსი

  • ავითარებს STEM უნარებს ადრეული ასაკიდან
  • პროგრამირებას ასწავლის მარტივად და სახალისოდ
  • ზრდის ინტერესს ტექნიკური საგნებისადმი
  • ავითარებს დამოუკიდებელ აზროვნებას
  • არ საჭიროებს წინასწარ გამოცდილებას

უსაფრთხოება და მხარდაჭერა

  • ყველა გაკვეთილი მიმდინარეობს მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ
  • 3D ბეჭდვისას გამოიყენება მხოლოდ უსაფრთხო მასალები (PLA, PETG)
  • აქტივობები ტარდება უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში
  • რობოტების სამართავად გამოიყენება დაბალი ძაბვა

სასწავლო რობოტები:

Top
Front
Side

Kame

დეტალები
ავტორი: tsiskari
კატეგორია: რობოტიკა
გამოქვეყნებულია: 30 აპრილი 2026
გადასვლები: 711

კამე

Top
Front
Side
Isometric

Phaeton

დეტალები
ავტორი: tsiskari
კატეგორია: რობოტიკა
გამოქვეყნებულია: 30 აპრილი 2026
გადასვლები: 686

ფაეტონი

Top
Front
Side
Isometric
  1. Pepelaz
  2. Robotics

გვერდი 1 სულ 2

  • 1
  • 2
© 2026 tsiskari.com